Belive

19-წლამდელებმა პირველ ტურში უნგრეთი დაამარცხეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ახალგაზრდა ქართველებმა უნგრეთის ნაკრებს სტუმრად - 4:2 მოუგეს. ანგარიში მე-11 წუთზე ყაზანის "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რის მერეც რამაზ სვანაძის შეგირდებმა ორი გოლი გაუშვეს და მასპინძლებს წინ გასვლის შანსი მისცეს. თუმცა, 62-ე წუთიდან ქართველებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი ჯერ გიორგი გულიაშვილმა, შემდეგ გიორგი მოისწრაფიშვილმა, ბოლოს კი ანზორ მექვაბიშვილმა გამოიჩინა. ამრიგად, საქართველოს პირველი გამარჯვება და 3 ქულა აქვს, შემდეგ ტურში კი ჩვენებურები ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები