Belive

19 წლის ასაკში: ბენეფისი და რეკორდი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფლეი-ოფი ერლინგ ჰოლანდის ბენეფისით გაიხსნა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დორტმუნდის "ბორუსიას" მაისურით ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, "პსჟ-ს" გამარჯვების დუბლი შეუსრულა (2:1) და მეორე თინეიჯერი გახდა, რომელმაც სულ მცირე 10 გოლის გატანა მოახერხა. მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც 19 წლის ტალანტის გვარს უკავშირდება, ის გახლავთ, რომ ჰოლანდი ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობიდან გატანა მოახერხა. "ზალცბურგის" მაისურით მეტოქეთა კარი ჰოლანდმა 8-ჯერ აიღო, "დორტმუნდში" კი პირველი დუბლი გაიფორმა. აქამდე, უეფა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგებულ ფეხბურთელებს ევროტურნირებზე გამოსვლის გაგრძელების ნებას არ რთავდა, ახლა კი ეს წესი შეიცვალა, რითაც ჰალანდმა პირველმა და თანაც შესანიშნავად ისარგებლა.

სხვა სტატიები