Belive

19 წლის ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა - ის რის ჯეიმსმა გაამხნევა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის მე-3 ლიგის კლუბ "პიტერბოროს" ფეხბურთელმა ბობი კოპინგმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო. 19 წლის მცველს ფეხბურთის თამაში სამუდამოდ აეკრძალა, რის გამოც 1 კვირის წინ კარიერის დასრულება მოუწია. ასეთი მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ, ბობი სოციალური ქსელის მეშვეობით "ჩელსის" ფეხბურთელმა რის ჯეიმსმა გაამხნევა.
"ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ, ძმაო. ცხოვრებაშიყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება," - უთხრა ინგლისელმა კოპინგს, რის შემდეგაც მას ტელეფონის ნომერიც ჰკითხა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბობი კოპინგმა თავი შეუძლოდ გასულ ივლისს, ერთ-ერთი თამაშის დროს იგრძნო. ის 4 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იყო, რა დროსაც მცირე შეტევა მიიღო და მხედველობაც დაკარგა. მოგვიანებით, მოედანზე დაბრუნების შემდეგ იგივე მოხდა, რაც ახალგაზრდა ინგლისელისთვის კარიერის დასრულების მიზეზი გახდა.  

სხვა სტატიები