19 წლის ქართველი ფეხბურთელი ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში პრაღის “სპარტამ” შინ “სელტიკი” 4:1 დაამარცხა.

ჩეხური კლუბის განაცხადში ჩვენთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა. “სპარტას” მთავარი მწვრთნელის ინდრჟიხ ტრპიშოვსკის გადაწყვეტილებით, 23 კაციან განაცხადში მოხვდა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ივა გელაშვილი.

19 წლის ცენტრალური მცველი პრაღელთა B გუნდში ირიცხებოდა, თუმცა ძირითად გუნდში ის ევროპა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში დააწინაურეს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გელაშვილი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრია. ის ასევე იყო U19 გუნდის კაპიტანი. ივას ჩეხური კლუბების სკოლა აქვს გავლილი, “სპარტაში” კი თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში ირიცხებოდა.

(679)

19 წლის ქართველი ფეხბურთელი ევროპა ლიგაზე

სტატიის ავტორი
-