Belive

1956 წლის შემდეგ პირველად - ოქროს ბურთი არ იქნება! 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2020 წელს, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო არ გათამაშდება. France Football-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელი არ დაჯილდოვდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ფეხბურთი სამი თვით შეაჩერა, ამან კი მოთამაშეებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნის შესაძლებლობა არ მისცა. უშუალოდ დაჯილდოების ჩამტარებელი ფრანგული გამოცემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოქროს ბურთის ცერემონიალი საკმარისად სამართლიანი პირობების არარსებობის გამო არ ჩატარდება. 1956 წლის, ანუ მას მერე, რაც ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდო შეიქმნა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოქროს ბურთს გამარჯვებულები არ ეყოლება. პრიზის მოქმედი მფლობელი "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესია, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მეტი - 6 ჯილდო აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები