1957 წლის შემდეგ რეალის ისტორიაში პირველად

1.36K
ნახვა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, სანტიაგო სოლარი გუნდის ისტორიაში შევიდა.

1957 წლის შემდეგ “რეალს” სწორედ მისი ხელმძღვანელობით აქვს საუკეთესო სტარტი.

სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ 3 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 ბურთის გატანა შეძლო და საკუთარი კარი სამივე შემთხვევაში მშრალად შეინახა.

ჯერ იყო დამაჯერებელი გამარჯვება ესპანეთის სამეფო თასზე “მელილას” წინააღმდეგ, 0:4.  შემდეგ იყო “ლა ლიგის” დაპირისპირება “ვალიადოლიდთან”, სადაც სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე 2:0 გაიმარჯვა და ბოლო, გასვლითი მატჩი ჩეხეთში “პლზენის” წინააღმდეგ 0:5.

ასეთი წარმატებული სტარტი ბოლოს “ბლანკოსს” 1957 წელს ჰქონდა, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტს ლუის კარნილია იკავებდა.

(1364)

1957 წლის შემდეგ რეალის ისტორიაში პირველად

სტატიის ავტორი
-