Belive

1985 წლის შემდეგ პირველად 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდი" - "ლაიპციგის" უხვგოლიან დაპირისპირებაში (3:3) საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრაში გოლის გატანა ნიჭიერმა ინგლისელმა ჯეიდონ სანჩომ მოახერხა. 19 წლის ტალანტმა მიმდინარე კალენდრულ წელიწადში ბუნდესლიგაში მე-15 ბურთი შეაგდო. სანჩო მესამე 20-წლამდე ასაკის ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატში ასეთი შედეგის დაფიქსირება შეძლო. ბოლოს ასეთი რამ ოლაფ ტონმა 1985 წელს გააკეთა. მიმდინარე სეზონში, "შავ-ყვითლების" თავდამსხმელმა გერმანიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასიც გააკეთა.  

სხვა სტატიები