Belive

2.5-წლიანი პაუზის შემდეგ - ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბასკურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა და გამოაცხადა, რომ ყოფილი თავკაცი გუნდს ამჯერად ახალი, 2-წლიანი კონტრაქტით უხელმძღვანელებს. საინტერესოა, რომ ეს ვალვერდესთვის "ბილბაოში" მესამე მისვლაა, იგი აქ 1997-2005 (2003 წლიდან ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში)  და 2013-17 წლებში 2015/16 წლების სეზონში ესპანეთის სამეფო თასის მოგებაც მოახერხა. ვალვერდე ბოლოს "ბარსელონას" მესაჭე გახლდათ და იქ ორჯერ ლა ლიგა, ერთხელ კოპა დელ რეი და ამდენჯერვე ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 2020 წლის 13 იანვრის შემდეგ ვალვერდე უმუშევარი გახლდათ.

სხვა სტატიები