Belive

2-7-2: ტიაგო მოტა ჯენოაში ტაქტიკურ რევოლუციას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლადდანიშნული ტიაგო მოტა ტაქტიკურ რევოლუციას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, მოტა "ჯენოას" სუპერ შემტევი 2-7-2 ფორმაციით ათამაშებს. იტალიური ფეხბურთისათვის რევოლუციური ტაქტისი თაობაზე, ტიაგო მოტამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ჩემი ტაქტიკის იდეა შემტევ ფეხბურთს წარმოადგენს. გუნდი, რომელიც აკონტროლებს თამაშს - ბურთით და ბურთის გარეშე მოძრაობს ბევრს და მიმართავს აქტიურ პრესინგს." "მინდა რომ ფეხბურთელს, რომელსაც ბურთი აქვს მუდმივად ჰქონდეს შეტევის განვითარების 3-4 შესაძლებლობა და მის დასახმარებლად მუდმივად ახლოს იყოს მინიმუმ 2 თანაგუნდელი. ფეხბურთის სირთულე არამარტო მარტივად მოქმედებაა - არამედ პოზიციის კონტროლი, ზუსტი გადაცემის გაკეთება და თავისუფალი სივრცის მოძებნა."
2-7-2 ტაქტიკის თაობაზე დასმულ კითხვას, ტიაგო მოტამ ასევე საინტერესო პასუხი გასცა: "ჩემთვის მეკარე ნახევარდაცვის შვიდეულს შორის ერთ-ერთია. პირადად ჩემთვის თავდამსხმელი არის პირველი დამცველი და მეკარე არის პირველი შემტევი, რომელიც გუნდის შეტევას იწყებს. მეკარე არის პირველი, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ, თავდამსმელები ვალდებული არიან ბურთის მოსაპოვებლად იბრძოლონ."

სხვა სტატიები