Belive

2 რეკორდი, რომელიც ბაიერნმა ბარსელონასთან დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონა" 2:8 გაანადგურა. გერმანელთა შემადგენლობაში დუბლის შესრულება მოახერხეს კოუტინიომ და მიულერმა, ხოლო თითო გოლები გაიტანეს პერისიჩმა, გნაბრიმ, კიმიხმა და ლევანდოვსკიმ. ჰანს ფლიკის ბიჭებმა დღევანდელ მატჩში ორი დიდებული რეკორდი დაამყარეს. "ბაიერნი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების ისტორიაში 8 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ერთ თამაშში მხოლოდ მიუნხენელებმა მოახერხეს კატალონიელთა კარის 8-ჯერ აღება.

სხვა სტატიები