Belive

2 სეივი და მშრალი მატჩი - მამარდაშვილის შეფასება ალავესთან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-3 ტურში "ვალენსიამ" შინ "ალავესი" 3:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა "ღამურების" რიგებში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. 20 წლის ქართველი მეკარე "ალავესის" წინააღმდეგ დამაჯერებელი იყო. მან 2 ბურთის მოგერიება მოახერხა და Sofascore-სგან 7,4 ქულიანი შეფასებაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს გუედეშის, სოლერისა და გაიას შემდეგ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება გამოდგა. რაც შეეხება Whoscored.com-ს, აღნიშნულმა სტატისტიკურმა პორტალმა მამარდაშვილის თამაში 7,0 ქულით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ 3 ტურის შემდეგ ქართველ მეკარეს 2 მშრალად შენახული კარი და მხოლოდ 1 გაშვებული ბურთი აქვს.      

სხვა სტატიები