Belive

2 შეცდომა 10 წამში - დე ლიხტის სეზონის ცუდი დასაწყისი 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავ მატეის დე ლიხტს, რომელიც თავისი ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, მიმდინარე სეზონში არასახარბიელო სტარტი აქვს. ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილი ცენტრალური მცველის ცუდი სათამაშო ფორმა კიდევ ერთხელ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში გამოჩნდა - მატეისმა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ 10 წამში ორი შეცდომა დაუშვა. დე ლიხტმა ჯერ საჯარიმოში ჩაწოდებისას სიტუაცია ვერ განმუხტა, მერე კი ჩრდილოელთა თავდამსხმელს საშუალება მისცა ბურთი თავზე გადაეგდო და საგოლე პასი გაეკეთებინა.  

  მართალია, ჰოლანდიელებმა გოლი 75-ე წუთზე გაუშვეს, თუმცა 20 წლის მცველის საბედნიეროდ ეს ძვირად არ დაუჯდათ - მე-80 წუთიდან 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და ჯგუფშიც გალიდერდნენ. დე ლიხტმა უყურადღებობა ჯერ კიდევ წინა კვირის ბოლოს, იტალიურ დერბიში გამოავლინა, სადაც ხელით თამაშის შემდეგ, მილანის "ინტერს" ტურინის "იუვენტუსის" კარში 11-მეტრიანის ნიშნულიდან გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.

სხვა სტატიები