Belive

მწერლები, რომლებსაც ფეხბურთი ძლიერ შეუყვარდათ

3 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
"Ყველაფერი, რაც ზნეობის, მორალისა და ადამიანური ვალდებულებების შესახებ ვიცი, ფეხბურთით ვისწავლე", - ალბერ კამიუ.
მართლაც, ფრანგი კლასიკოსის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. სხვა არაერთ ღირებულებასთან ერთად, ფეხბურთს პიროვნული მორალის ჩამოყალიბება და ადამიანების შთაგონებაც შეუძლია. Ბევრი მწერლისთვის, ფეხბურთი ინსპირაციის წყაროც გამხდარა, ზოგიერთი მათგანი კი აღნიშნავს რომ სპორტის ეს სახეობა ბევრად ღირებულია, ვიდრე თავიანთი შედევრები, მაგალითად ინდოელი ავტორი სალმან რუშდი: "Დიახ წიგნის გამოცენა ან ფილმის გადაღება ძალიან კარგია, მაგრამ "ტოტენჰემის" მიერ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება ფასდაუდებელია". Ამრიგად, ფეხბურთს არაერთი ბელეტრისტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, ამჯერად კი იმ ოც მწერალზე ვისაუბრებთ, რომლებზეც ბურთმა და მწვანე მინდორმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ამან მათ შემოქმედებაშიც ჰპოვა ადგილი.

ალბერ კამიუ

Ფრანგი ავტორი და ფილოსოფოსი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, მან მოასწრო გამხდარიყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა. Ახალგაზრდობაში იგი ალჟირის უნივერსიტეტის გუნდ "რასინგში" თამაშობდა და ჩრდილოეთ აფრიკის ჩემპიონთა თასიც მოიგო.

სერ ართურ კონან დოილი

"Შერლოკ ჰოლმსის" ავტორი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროსთან ცხოვრების პერიოდში, პორტსმუთის საფეხბურთო ასოციაციის კლუბში თამაშობდა. კლუბი 1896 წელს დაიშალა და მას დღევანდელ "პორტსმუთთან" არანაირი საერთო არ აქვს. კონან დოილს კრიკეტის ნიჭიც აღმოაჩნდა და მერილებონის კრიკეტის კლუბში პირველი კლასის ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჯოან როულინგი

Თანამედროვეობის ერთ-ერთი უმდიდრესი ავტორი შეცვლილი გარეგნობითა და ტანისამოსით ვესტ ჰემის მატჩს მალულად არაერთხელ დასწრებია. "Ჩაქუჩები" როულინგის მთავარ საგაში რამდენჯერმე გამოჩნდნენ. "ჰარი პოტერის" პირველსა და მეოთხე ნაწილში, შესაბამისად, "ფილოსოფიურ ქვასა" და "ცეცხლოვან თასში" დასავლეთ ლონდონური კლუბი რამდენჯერმე იქნა ნახსენები - "ვესტ ჰემის" გულშემატკივარი გრიფინდორელი დინ ტომასია.

ენტონი ბერჯესი

Მექანიკური ფორთოხლის შემოქმედი ფეხბურთის დიდი ქომაგი გახლდათ და მან ერთხელ შენიშნა: "5 დღე შრომაში უნდა გავატაროთ, მეშვიდე დღე ღმერთს დაუთმოთ, Როგორც ამას ბიბლია გვეუბნება, მეექვსე კი ფეხბურთისთვისაა შექმნილი. ბარჯისი ფეხბურთის შესახებ 70-იან წლებში წერდა. მას აქვს ნაშრომი ჰილსბოროს ტრაგედიის შესახებაც.

სერ უოლტერ სკოტი

იგი ფეხბურთი ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული, როცა ეს უკანასკნელი სრულად დაიხვეწებოდა და სპორტის პროფესიონალური სახეობა გახდებოდა. Ედინბურგის ჟურნალში მან ერთხელ დაწერა: "ბედის უკუღმართობისგან, თუ მაინც უნდა დაეცეთ, გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში იმაზე უარესი რამეებიც არსებობს, რაც დაცემაზე უარესია. ცხოვრება, თავის მხრივ, ფეხბურთივით არის".

ნიკ ჰორნბი

იგი "არსენალის" გულშემატკივარია და მეთოფეთა ყოფილ თავდამსხმელ ალან სმიტთან მეგობრობს. გარდა ამისა, ნიკ ჰორნბი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული წიგნის, "ბეისბოლის ციებცხელების" ავტორია.

მარტინ ემისი

2012 წელს, ბრიტანელმა ავტორმა, ნიუ-იორკში, The Telegraph-ის ჟურნალისტს განუცხადა: "მე ჯერ კიდევ შემიძლია პროდუქტიული ვიყო ნახევარდაცვაში, რადგან საჭირო მოთხოვნები კარგად მესმის. ყველაზე მეტად, ინგლისიდან ფეხბურთი მენატრება. მეგობრები მირჩევსნ Fox TV-ს პაკეტის შეძენას, სადაც პრემიერლიგის ყველა შეხვედრის ყურებას შევძლებ. ყოველ დილით, სოციალურ ქსელში პირველყოვლისა, საფეხბურთო სიახლეებს, მიმოხილვებს და რეპორტაჟებს ვეცნობი. ეს ერთადერთი სპორტია, რომლის ბედის გადაწყვეტა ერთ გოლსაც კი შეუძლია. ფეხბურთში პულსი უფრო აჩქარებულია, ვიდრე სხვა ყველა სპორტში".

როდი დოილი

"1967 წლის ასოციაციის თასის ფინალის სანახავად მამამ წამიყვანა. ეს ჩემი პირველი საფეხბურთო მატჩი იყო, რომელსაც დავესწარი. იმ დერბიში "ტოტენჰემმა" იმარჯვა, მაგრამ მეგობართან ერთად მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ლურჯი მხარე უმდა ამერჩია. 8-9 წლის ასაკში უდიდესი საფეხბურთო ბედნიერება მეწვია - 1970 წელს, "ლიდსს" ასოცაიციის თასი მოვუგეთ",-ამბობს ირლანდიელი ავტორი.

ჯულიან ბარნსი

ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს, ბუკერის პრემიის 2011 წლის ლაურეატი მრავალი ათეული წელია "ლესტერს" ქომაგობს. 19 წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ "მელიების" გულშემატკივრობა მისთვის განსაკუთრებით სენტიმენტალური იყო, რადგან, მაშინ როცა მშობლიური ლესტერშირიდან შორსაა, საფეხბურთო კლუბი ნოსტალგიას უვსებს. მისივე თქმით, ამ კლუბთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება 1996 წლის პირველი დივიზიონის ფლეი-ოფის ფინალი გახლდათ, როცა "ლესტერმა" "კრისტალ პალასს" აჯობა და ელიტაში დაბრუნდა.

იან მაკიუენი

პოპულარული ინგლისელი ნოველისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთგული ქომაგია. 2011 წელს, ალექს ფერგიუსონის ბიჭების "ბარსელონასთან" მარცხს იგი Sky Sport-ის მიერ მოწყობილ კარავში 3D სათვალით ადევნებდა თვალს და ტერიტორია თავზარდაცემულმა დატოვა.

ჯონ პრისტლი

ინგლისელი ნოველისტი, დრამატურგი და ჟურნალისტი "ნოტინგემ ფორესტის" ქომაგი გახლდათ და ერთხელ თქვა: "თუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანები ფულს 22 კაცის სირბილის ყურებაში იხდიან, მაშინ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ვიოლინო უბრალოდ ტყვიისა და ხის ნაზავი, ხოლო "ჰამლეტი" ცარიელი მელანი და თაბახია.

ჯორჯ ორუელი

"1984-ისა" და "ცხოველთა ფერმის" ავტორი საყვარელი სპორტის სახეობის შესახებ დასამახაოვრებელი გამონათქვამებითაა ცნობილი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ინგლისელმა მწერალმა თქვა: "თუ გსურთ მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტი კვლავ გაღვივდეს, ჩაატარეთ საფეხბურთო მატჩების სერია ებრაელებს, არაბებს, ინდოელებს, იუგოსლავიელებს, გერმანელებს, ჩეხებს, პოლონელებს, რუსებს, იტალიელებსა და ბრიტანელებს შორის და დაასაწრით მას 10 000 გულშემატკივარი. ფეხბურთს არაფერი აქვს საერთო სამართლიან თამაშთან, ეს არის სიძულვილის, სიამაყის, ეჭვის, ძალადობის გამოვლინება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ეს არის ომი".

ჟან-პოლ სარტრი

ფრანგი მწერალი და ეგზისტენციალური ფილოსოფოსი სტუდენტობისას სამოყვარულო დონეზე ფეხბურთს თამაშობდა. ნობელის პრემიის ლაურეატმა თავის ნაშრომში "დიალექტიკური გონების კრიტიკა", დაწერა: "ფეხბურთის მატჩში ყველაფერი რთულდება, მით უფრო თუ მოედანზე მეტოქე გუნდიც იმყოფება".

სტივენ ფრაი

კომედიების ავტორი და ყველაზე გაყიდვადი ნოველისტი თანამედროვე ინგლისში, 2010 წელს "ნორვიჩ სიტის" დირექტორი გახდა. მან ერთხელ იხუმრა: "ბოლო წლებში, "ნორვიჩის" წარმატებულ მწვრთნელებზე დაკვირვების შედეგად, იმ სამწუხარო დასკვნამდე მივედი, რომ შეუძლებელია, რომელიმე მათგანმა ძირითად შემადგენლობაში დამაყენოს. არადა, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და საამაყო მომენტი იქნებოდა".

სალმან რუშდი

ინდოელმა ავტორმა 1999 წელს, გაზეთ "ნიუ-იორკერში", რვაგვერდიანი სტატია გამოაქვეყნა ფეხბურთის შესახებ ("ხალხის თამაში", "ფეხბურთის გულშემატკივრის განათლება"). როგორც ჩანს, მას რედაქციაში არავინ აუხსნა, რომ საყვარელი კლუბის "ტოტენჰემის" ლეგენდარული მწვრთნელი ბილ ნიკოლსონი შოტლანდიელი არ ყოფილა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი მიუნხენის კატასტროფას გადაურჩა.

მაიკლ როსენი

ნისლიან ალბიონზე დაბადებულ პოეტს, თბილი გრძნობები "არსენალის" მიმართ აქვს. იგი არც იუმორის დეფიციტს განიცდის. რამდენიმე წლის წინ, მან Twitter-ში დაწერა: "არსენალი" უფრო ჭუჭყია, ვიდრე ქერტლი. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში უფრო მომხიბლავთ".

მელვინ ბრეგი

ბრიტანელი ნოველისტი და ტელე-პროდიუსერი ამბობს, რომ "არსენალის" ქომაგობა ადრეულ 80-იან წლებში დაიწყო, როცა საცხოვრებლად აისლინგტონში გადავიდა. ეს ის დროა, როცა "მეთოფეთა" დაცვის შთამბეჭდავი წყვილი ტონი ადამსი და სტივ ბულდი თავიანთი დაცვითი უნარ-ჩვევებით პოპულარულ ინგლისურ კომედიაში "მამაკაცების სტრიპტიზი", ქორეოგრაფიულ ეპიზოდში მოხვდნენ. "მე და ჩემმა ვაჟმა "არსენალის" გულშემატკივტობა მას მერე დავიწყეთ, რაც ლონდონელთა დაცვა ლიგას ატერორებდა. ეს არა სპორტის, არამედ ხელოვნების ნიმუში იყო. თუ გინდათ "ჰაიბერიზე" მოხვდეთ, დაცვით ფეხბურთს გემო უნდა გაუგოთ",-ამბობს ბრეგი.

ჯო შეპკოტი

ჩვენს ნუსხაში "არსენალის" კიდევ ერთი ქომაგი უნდა შემოვიყვანოთ. იგი პოეზიაში ბრიტანეთის დედოფლის მიერ დაწესებული ჯილდოს გამარჯვებულია, ელიზაბეთ მეორეც ხომ სწორედ "წითლებს" გულშემატკივრობს. 67 წლის პოეტი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ფეხბურთს განსაკუთრებული როლი უკავია. მან რამდენიმე წლის წინ თქვა: "დიახ, მე ვამბობდი, რომ თუ "არსენალს" სამსახურში პოეტი დასჭირდება, შემიძლია ვემსახურო, თუმცა ამის საჭიროება არ დგას, მათ ხომ არსენ ვენგერი ჰყავთ, რომენტიკული ფეხბურთის დიდოსტატი".

დევიდ ნობსი

იუმორისტული ტრილოგიის "რეჯინალდ პერინის" ავტორი იმდენად იყო შეყვარებული "ტოტენჰემზე", რომ საკუთარ ნაწარმოებში 1961 წელს, დუბლის მომგები შემადგენლობიდან 11 ფეხბურთელის სახელით და გვარით პერსონაჟები შექმნა.

ოსკარ უაილდი

"დორიან გრეის პორტრეტის" შემოქმედს საფეხბურთო სტადიონებზე ხშირად ვერ ამჩნევდნენ, თუმცა სპორტზე მისი მახვილგონივრული გამონათქვამები არაერთხელ წაუკითხავთ. მისი თქმით, ფეხბურთი კარგი სპორტია უხეში გოგოენებისთვის, მაგრამ არა დელიკატური ბიჭებისთვის. ოსკარ უაილდს ეკუთვნის ცნობილი ფრაზაც: "რაგბი ხულიგნების თამაშია, რომელსაც ჯენტლემენები თამაშობენ, ფეხბურთი კი ჯენტლმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ”.

სხვა სტატიები