Belive

20 წლის ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს ბინადარი კლუბის, "კალიარის" ყოფილი ფეხბურთელი, კრისტიან პოპიელა ტრაგიკულად დაიღუპა. 20 წლის შემტევი, პოლონეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკატასტროფა პოლონეთში მოხდა. წყაროს მტკიცებით, კრისტიან პოპიელამ საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. ტრაგედიასთან დაკავშირებით, "კალიარიმ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სარდინიული კლუბი, პოპიელას ოჯახს უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს.

სხვა სტატიები