Belive

200 მილიონი წელიწადში - რონალდუ კონტინენტს იცვლის?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, საკლუბო კარიერას აზიის კონტინენტზე გააგრძელებს.

როგორც არაერთი პრესტიჟული გამოცემა, მათ შორის ესპანური გამოცემა Marca ადასტურებს, 37 წლის სუპერვარსკვლავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედი" გახმაურებული სკანდალის ფონზე დატოვა, აზიაში ითამაშებს. უფრო კონკრეტულად, რონალდუს დამატება საუდის არაბეთის წარმომადგენელ "ალ-ნასრის" სურს.

რაც შეეხება კონტრაქტის პირობებს, ის საფეხბურთო სამყაროში სარეკორდო მაჩვენებლებს აღწევს და 5 ოქროს ბურთის მფლობელის ყოველწლიური ანაზღაურების სახით 200 მილიონ ევროს სთავაზობს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 2.5-წლიანი იქნება. როგორც ირკვევა, აღნიშნულ შემოთავაზებაზე, რონალდუს და მის წარმომადგენლებს ხანგრძლივად არ უფიქრიათ და წინადადებაზე თანხმობა განაცხადეს.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე, ინგლისური გრანდის მაისურით, 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები