Belive

2003 წლის შემდეგ პირველად - სან მარინომ სტუმრად არ წააგო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის D ლიგის მე-4 ტურში სან მარინომ მოახერხა და ლიხტენშტეინის ნაკრების წინააღმდეგ არ წააგო. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. სან მარინოს ფეხბურთისთვის დღევანდელი დღე ისტორია აუცილებლად შევა. ფრანკო ვარელას გაწვრთნილმა გუნდმა 2003 წლის შემდეგ პირველად, სტუმრად გამართულ მატჩში არ წააგო. საერთო ჯამში, სან მარინოს ნაკრების არსებობაში ეს მე-4 ფრეა. ჯუჯა სახელმწიფოს წარმომადგენლებს თამაში ერთადერთხელ 2004 წელს აქვს მოგებული (1:0). ისტორიულ შედეგს მაშინ გუნდმა კვლავ ლიხტენშტეინთან მიაღწია.

სხვა სტატიები