Belive

2003 წლის შემდეგ პირველად ...

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები, სადაც სენსაცია დაფიქსირდა. ტურინის “იუვენტუსი” “აიაქსმა” ტურინში 1:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემს” შორის გამარჯვებული იქნება. ტურინელებმა პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ეს უპირატესობა გოლად 28-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გარდასახა, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ "აიაქსი" მეტად გააქტიურდა და წონასწორობა მალევე აღადგინა. მეორე ტაიმში კი ჰოლანდიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეორე გოლის გატანა შეძლეს. საბოლოოდ ტაბლოზე ანგარიში 1:2 ჰოლანდიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა. ამ მატჩში მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა. 2003 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოხდა, როდესაც იუვენტუსმა პირველმა გაიტანა, მაგრამ შეხვედრა მაინც დათმო. 2003 წელს ტურინელები "ბაზელთან" 2:1 დამარცხდნენ.

სხვა სტატიები