Belive

2007 წელს სიტიმ 3 ტაილანდელი ფეხბურთელი გაიფორმა - როგორ განვითარდა მათი კარიერა?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მას შემდეგ, რაც 2007 წელს ტაილანდის ყოფილმა პრემიერმინისტრმა - ტაკსინ ჩინავატამ, ,,მანჩესტერ სიტი'' იყიდა, მიზნად ,,მსოფლიო დომინირება'' დაისახა. ,,ქალაქელთა'' ახალ მთავარ მწვრთნელად სვენ-გორან ერიქსონი დაინიშნა, 40 მილიონი ფუნტი კი ტრანსფერებზე დაიხარჯა. გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, მათ შორის მარტინ პეტროვი, ელანო, როლანდო ბიანკი და ჟეოვანი მივიდა. შინავატრამ ოცნება, სამწუხაროდ, ვერ აიხდინა, რადგან ,,სიტიმ'' პრემიერლიგის 2007-2008 წლების სეზონი მე-9 პოზიციაზე დაასრულა. სწორედ ამ სეზონის შემდეგ იყიდა მანჩესტერული კლუბი შეიხმა მანსურმა და ახალ ეპოქას ჩაეყარა საფუძველი. ტაილანდის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ინგლისური გუნდის მმართველობის პერიოდში რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ,,სიტიში'' 3 ტაილანდელი ფეხბურთელის - ტირასილ დანგდას, სური სუკჰასა და კიატპრავუტ საივაეოს მიყვანა იყო. არცერთ მათგანს მანჩესტერელთა პირველ გუნდში, რა თქმა უნდა, არ უთამაშია.


როგორ განვითარდა სამი ტაილანდელის კარიერა?

სამეულიდან ყველაზე წარმატებული ტირასილ დანგდას კარიერა გამოდგა - შემტევი ,,სიტიმ'' შვეიცარიულ ,,გრასჰოპერში'' გაანათხოვრა, შემდეგ კი სამშობლოში დააბრუნა. საინტერესოა, რომ ტაილანდელი ესპანურ ,,ალმერიაშიც'' თამაშობდა. დანგდას ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 104 შეხვედრაში 45 გოლი აქვს გატანილი. დანდგას მსგავსად, ,,სიტიმ'' ,,გრასჰოპერსში'' სური სუკჰაც გაუშვა, თუმცა პირველი გუნდის შემადგენლობაში მატჩი არც მას ჩაუტარებია. ფეხბურთელმა კარიერა 2020 წელს, 38 წლის ასაკში დაასრულა. სუკჰამ ტაილანდის ნაკრებში 68 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. რაც შეეხება კიატპრავუტ საივაეოს, მცველი ,,სიტიდან'' ,,ბრიუგეში'' გადავიდა, წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. საივაეოს კარიერის დასრულება 2018 წელს, 32 წლის ასაკში, ტრავმის გამო მოუწია.

სხვა სტატიები