Belive

2007 წლის ვუნდერკინდები - სად თამაშობენ ისინი ახლა?

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2007 წელს, World Soccer-მა ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც იმ პერიოდში ყველაზე პერსპექტიულად ითვლებოდნენ. World Soccer-მა გარეთ ბეილისა და სერხიო აგუეროს აღმასვლა სწორად ივარაუდა, თუმცა სიაში ისეთი ფეხბურთელებიც გვხვდება, რომლებმაც საფეხბურთო ასპარეზზე ვერ გაიბრწყინეს ან სხვადასხვა მიზეზის გამო, პოტენციალის სრულად გამოვლინება ვერ შეძლეს.

სადიკ ადამსი (თავდამსხმელი, ატლეტიკო/განა)

სადიკ ადამსმა თავი 2007 წელს, U17-ის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა - იგი იმდენად გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომ მისით "ატლეტიკო" დაინტერესდა. ადამსმა "ატლეტიკო B-ში" ჩატარებულ 22 მატჩში 9 გოლი გაიტანა, თუმცა პირველი გუნდის მწვრთნელების იმედის გამართლება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ადამსის კარიერა ცუდად წარიმართა - მან საუდის არაბეთსა და თურქეთში ითამაშა და საფეხბურთო სამყაროში ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც სადიკ ადამსის სახელი ახსოვს.
24f291a05ca2dc6f6f54c2217c808c6f

ისმაილ აისატი (შემტევი ნახევარმცველი, პსვ/ჰოლანდია)

ისმაილ აისატიმ საფეხბურთო სამყაროში "პსვ-ს" შემადგენლობაში შეაბიჯა - ცნობილია რომ ახალგაზრდა ტალანტს კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და 2008 წელს აისატი "აიაქსმა" €4 მილიონად შეიძინა. 2012 წლამდე აისატიმ "აიაქსში" მხოლოდ 36 მატჩი ჩაატარა და კარიერა ჯერ თურქეთში, შემდეგ კი რუსეთში გააგრძელა. ამჟამად იგი თურქეთის მეორე ლიგის "დენიზლისპორში" თამაშობს.

ალეშანდრე პატო (თავდამსხმელი, მილანი/ბრაზილია)

პატო ერთ დღეს ბრაზილიის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა - იგი მართლაც უნიჭიერესი თავდამსხმელი იყო, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ბრაზილიის საფეხბურთო ისტორიაში შესვლა. თუმცა დაუსრულებელმა ტრავმიანობამ პატოს განვითარების და საშუალება არ მისცა. 13 წლის განმავლობაში, პატომ "მილანში," "ჩელსისა" და "ვილიარეალში" ითამაშა და ამჟამად, იგი "სან პაულოს" ღირსებას იცავს - პატოზე ცნობილი სპორტული სიმულატორი, FIFA-ც დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მოვლენები სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა.

ანდერსონი (შემტევი ნახევარმცველი, მანჩესტერ იუნაიტედი/ბრაზილია)

ანდერსონი "ოლდ ტრაფორდზე" 2007 წელს გამოჩნდა - 19 წლის ფეხბურთელზე დიდი იმედები იყო დამყარებული და თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა - ანდერსონი პროგრესირებდა და მან ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო. თუმცა მოულოდნელად, ანდერსონმა რეგრესი განიცადა და გუნდი 2015 წელს დატოვა. ამჟამად ანდერსონი თურქეთის მეორე ლიგაში, "ადანა დემირსპორში" ასპარეზობს.

ჯოვანი დოს სანტოსი (შემტევი ნახევარმცველი, ბარსელონა/მექსიკა)

ჯოვანი დოს სანტოსს "ბარსელონას" მომავალს უწოდებდნენ - მასზე უდიდესი იმედი იყო დამყარებული და გავრცელებული მოსაზრებით, იგი რონალდინიოს შემცვლელი უნდა გამხდარიყო. მოულოდნელად, "ბარსელონამ" დოს სანტოსი "ტოტენჰემში" £6 მილიონად გაყიდა, რასაც დაღმასვლა მოჰყვა - მექსიკელმა "იფსვიჩში," "გალათასარაისა" და "რასინგში" ითამაშა. ყველაზე კარგი პერიოდი მას "ვილიარეალში" ჰქონდა, სადაც მან 58 მატჩი ჩაატარა.

იხილეთ დოს სანტოსის საოცარი გოლი აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ

გარეთ ბეილი (ფულბექი, "ტოტენჰემი"/უელსი)

გულშემატკივრებს დაავიწყდათ, რომ "ტოტენჰემში" ახლადგადასულ ბეილს თავის დამკვიდრება საკმაოდ გაუჭირდა. უამრავ ადამიანს მიაჩნდა, რომ "ტოტენჰემის" მესვეურებმა ბეილის შესახებ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მასზე უსაფუძვლო იმედები დაამყარეს - თუმცა უელსელმა მისი შესაძლებლობებით ყველა გააკვირვა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერის" წინააღმდეგ გაფორმებულმა ჰეთ-თრიკმა მის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. ბოდიში, მაიკონ.

სერხიო აგუერო (თავდამსხმელი, "ატლეტიკო"/არგენტინა)

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც მოლოდინი არათუ გაამართლა - არამედ გადააჭარბა. 2007 წელს, აგუერომ "ატლეტიკოს" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თავის დამკვირდება. 3 წლის შემდეგ კი "მანჩესტერ სიტის" 38 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. დღეისათვის, "ეტიჰადზე" იგი ლეგენდის სტატუსით სარგებლობს - განსაკუთრებით, "ქპრ-სთან" გატანილი ლეგენდარული, ჩემპიონობის მომტანი გოლის შემდეგ.

ბოიან კრკიჩი (თავდამსხმელი, "ბარსელონა"/ესპანეთი)

2007 წელს, ბოიანი გახდა "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში იასპარეზა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ სიაში მისმა სახელმაც გაიჟღერა. "ბარსელონას" შემადგენლობაში ბოიანი სულ უფრო მეტ მატჩებში იღებდა მონაწილეობას და 20 წლის ასაკში მას კატალონიელთა მაისურით ჩატარებული 100 მატჩი დაუგროვდა. მიუხედავად ამისა, მან "კამპ ნოუზე" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და 2011 წელს "რომას" შეუერთდა. მოგვიანებით იგი იჯარის წესით "მილანს" შეუერთდა თუმცა "სან სიროზე" თავი ვერ დაიმკვიდრა და 2013 წელს "აიაქსს" მიაშურა. დღეისათვის იგი პრემიერლიგის ბინადარი "სტოკის" ღირსებას იცავს.

ბრენო (მცველი, "სან პაოლო"/ბრაზილია)

2008 წელს, "ბაიერნმა" ტალანტური მცველი, ბრენო შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროისათვის ბრენომ "რეალის" წინადადებაზე განაცხადა უარი. სხვადასხვა გუნდებში იჯარით გატარებული პერიოდების შემდეგ, ბრენოს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. 2011 წლის სექტემბერში იგი დააკავეს, 2012 წელს კი მას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ბრენოს საკუთარი სახლის განზრახ გადაწვა ბრალდებოდა, რაც მან სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციის მისაღებად ჩაიდინა.

ხერარდო ბრუნა (შემტევი ნახევარმცველი, "ლივერპული"/არგენტინა)

"რეალის" აკადემიიდან "ლივერპულში გადასულმა ბრუნამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და 2011 წელს "ბლექპულს" შეუერთდა. "ბლუმფილდ როუდზე", 2 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. "ტრანმერის" და "აკრინგტონის" რიგებში გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, დღეისათვის ხერარდო ბრუნა ირლანდიური "დერი სიტის" ღირსებას იცავს.  

სხვა სტატიები