Belive

2010 წლის მუნდიალი - ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას საინტერესო სტატისტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა. "ფურია როხამ" ტურნირზე სულ 8 ბურთი გაიტანა და საინტერესოა, რომ ყველა გოლი "ბარსელონას" ფეხბურთელების ანგარიშზეა. მუნდიალის პირველი მატჩი ესპანელებმა წააგეს შვეიცარიის ნაკრებთან. მეორე მატჩში ვისენტე დელ ბოსკეს მომზადებულმა გუნდმა ჰონდურასს 2:0 მოუგო. დუბლი გაიფორმა დავიდ ვილიამ, რომელიც ზუსტად მაგ ზაფხულს გახდა "ბარსელონას" ფეხბურთელი. ჯგუფის ბოლო მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ჩილე 1:2 დაამარცხა. იმ მატჩში დავიდ ვილიამ და ანდრეს ინიესტამ გამოიჩინეს თავი. მერვედფინალში ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდა და დავიდ ვილიას გატანილი ბურთის წყალობით მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური. ამ ეტაპზე "ფურია როხა" პარაგვაის შეხვდა და იმ მატჩშიც ვილიამ გამოიჩინა თავი. ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთის მეტოქე გერმანია იყო. იმ მატჩში ესპანელებს კარლეს პუიოლმა მოაგებინა 1:0. რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ესპანეთი ჰოლანდია. მატჩი ძალიან დაძაბული და ფინალისთვის შესაფერისი გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში, 116-ე წუთზე საჩემპიონო ბურთი ანდრეს ინიესტამ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მაშინდელ განაცხადში 7 ბარსელონელი თამაშობდა.

სხვა სტატიები