Belive

2011/12-ის შემდეგ მესიმ უფრო მეტი ჯარიმა გაიტანა, ვიდრე მადრიდის რეალმა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესიმ ლა ლიგის ბოლო ტურში "ბეტისთან" მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - არგენტინელმა 3 ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ერთ-ერთი გოლი მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ამით ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დააფაქსირა.

2011/12 სეზონის შემდეგ საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობა

  • მესი - 25
  • რეალი - 24
  • ლიონი - 22
  • რომა და პსჟ - 21
  • ლივერპული - 19
მესის თქმით, მისი წარმატების საიდუმლო ძალიან ბევრ ვარჯიშშია: "დიახ, ხშირად ვრჩები ვარჯიშის შემდეგ მოედანზე, რათა საჯარიმო და შორეული დარტყმები უფრო მეტად დავხვეწო," განაცხადა მან. მან ასევე საჯარიმო დარტყმასა და 11-მეტრიანს შორის მნიშვნელოვან სხვაობას გაუსვა ხაზი: "პენალტის დარტყმისას, პოტენციური დანაკარგი გაცილებით მეტია, ვიდრე სარგებელი. ანუ თუ გოლს ვერ გაიტანთ, ეს მეკარისთვისაც უფრო მარტივი სიტუაციაა - თუკი პენალტის აღებას ვერ მოახერხებს, ეს გაცილებით ნორმალური მოვლენაა, ვიდრე საჯარიმო დარტყმიდან გაშვებული გოლი," აღნიშნა მესიმ.

სხვა სტატიები