Belive

2012 წლის შემდეგ პირველად...

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი სამი პოზიციით წინ გადავიდა და 89-ე ადგილზეა. საუკეთესო პოზიცია საქართველოს 2012 წელს ეკავა, როდესაც 73-ე ადგილზე იყო. რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს. ერთა ლიგაზე კი საქართველოს მომავალი მეტოქე, ბელარუსის ნაკრები 76-ეა. ნოემბრის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა. სტუმრად ანდორასთან ფრედ, 1:1 ითამაშა. ყაზახეთთან კი თბილისში, "დინამო არენაზე" 2:1 მოიგო.

სხვა სტატიები