Belive

2015 წლის შემდეგ პირველად კაზორლა ნაკრებში გამოიძახეს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
34 წლის ვეტერანი ფეხბურთელი, სანტი კაზორლა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. "ვილიარეალის" ფეხბურთელი ბოლოს "ფურია როხას" განაცხადში 2015 წელს მოხვდა. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კაზორლას გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესპანელი მოთამაშე ყველასთვის მოულოდნელად "ვილიარეალში" დაბრუნდა. სანტი კაზორლა 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა. 2010 წელს, როდესაც ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, კაზორლამ მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა.
"ახლა ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც პირველი გამოძახების დროს ვიყავი, ლუის არაგონესის ნაკრებში" - განაცხადა ფეხბურთელმა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის მატჩს 7 ივნისს, ფარერის კუნძულებთან გამართავს. 10 ივნისს კი შვედეთს უმასპინძლებს. ესპანეთის ნაკრების განაცხადი კი ასე გამოიყურება: მეკარე: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), კეპა (ჩელსი), პაუ ლოპესი (ბეტისი). დაცვა: დანი კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე რეალი), მარიო ერმოსო (ესპანიოლი), დიეგო ლორენტე (რეალ სოსიედადი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ხორდი ალბა, სერხი რობერტო (ორივე ბარსელონა), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ხესუს ნავასი (სევილია). ნახევარდაცვა: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრიგო ერნანდესი (ატლეტიკო), დანი პარეხო (ვალენსია), ისკო (რეალი), ფაბიან რუისი (ნაპოლი), სანტი კაზორლა (ვილიარეალი). თავდასხმა: მიკელ ოიარზაბალი (რეალ სოსიედადი), როდრიგო მორენო (ვალენსია), მარკო ასენსიო (რეალი), იაგო ასპასი (სელტა), ალვარო მორატა (ატლეტიკო).  

სხვა სტატიები