Belive

2016 წელს მესიმ 10 ფეხბურთელს დიდი კარიერა უწინასწარმეტყველა. სად არიან ახლა ისინი?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
2016 წელს ლიონელ მესიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, 10 ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც მისი აზრით უდიდესი მომავალი და კარიერა უნდა ჰქონოდათ. ვნახოთ ახლა სად არიან ხსენებული ფეხბურთელები. 1. პატრიკ რობერტსი 2016 წელს "მანჩესტერ სიტიში" ირიცხებოდა. დღესდღეობით რობერტსი კვლავ "სიტის" საკუთრებაა, მაგრამ იჯარის წესით "მიდლსბროში" არის განათხოვრებული.
1
2. იან-კევინ აუგუსტინი. 2016 წელს აუგისტინი "პსჟ"-ს ღირსებას იცავდა. ამის შემდეგ იგი "ლაიპციგში" გადაბარგდა, ხოლო დღეს იჯარის წესით ლიდსი იუნაიტედშია განათხოვრებული.
3. გაბრიელ ბოშილა 2016 წელს "მონაკოში" ირიცხებოდა და იმ სეზონში 8 გოლის გატანა მოახერხა. დღეს კი ბოშილა "ინტერნასიონალის" ღირსებას იცავს.
4. ალექს მიული. ალექსმა კარიერა "ნიუ-იორკ რედბულსში" დაიწყო და შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა მისი წაყვანა არცერთ გუნდს არ მოუნდა და დღეს 2020 წელს, მიული კვლავ "ნიუ-იორკში" ასპარეზობს.
5. ჯეი ჩანათიპი 2016 წელს ტაილანდში, კლუბ "მუანგტონგ იუნაიტედში" ასპარეზობდა. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა დღესდღეობით ჯეი, იაპონიაში, კლუბ "ჰოკაიდოში" ასპარეზობს.
6. ნაძეჟდა კარპოვა. საქმე ამჯერად ქალთა ფეხბურთს ეხება. კარპოვა 2016 წელს "ჩერტანოვოში" ირიცხებოდა. ნაძეჟდამ კარიერულ განვითარებას მიაღწია და ახლა იგი "სევილიას" ღირსებას იცავს. სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ზაფხულში რუს ფეხბურთელს "ჩელსი" იყიდის.
7. დავიდე კალაბრია. იტალიელი ფეხბურთელი 2015 წელს "მილანში" გადავიდა. დღემდე კალაბრია "როსონერის" ღირსებას იცავს და ჯამში 82 მატჩი აქვს ჩატარებული.  დავიდემ ასევე 19 მატჩი გამართა იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ჯერჯერობით მთავარ ნაკრებში არ გამოუძახებიათ.
8. კეკუტა მანე. გამბიელი ფეხბურთელი 2016 წელს მლს-ში "ვანკოვერის" ღირსებას იცავდა. მისი კარიერა სახარბიელოდ არ განვითარდა და დღეს აუთსაიდერ "ცინცინატის" რიგებში ირიცხება.
9. ნათანი.  ინგლისელი ფეხბურთელი 2016 წელს "ჩელსიში" ირიცხებოდა. დღესდღეობით კი ნათანი იჯარის წესით "ატლეტიკო მინეიროში" იმყოფება.
10. კასპერ დოლბერგი. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ალბათ ყველაზე იმედის მომცემი, სწორედ დოლბერგი გახლდათ. არამარტო მესი, არამედ მთელი მსოფლიო ფიქრობდა, რომ დოლბერგის კარიერა შესანიშნავი იქნებოდა. 2016 წელს დანიელი ფეხბურთელი "აიაქსის" ღირსებას იცევდა. დღეს კი კასპერი "ნიცას" შემადგენლობაში ირიცხება და სამწუხაროდ, გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.
როგორც ჩანს, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ვარაუდები არ გამართლდა. შედარებით წარმატებული, მხოლოდ ნაძეჟდა კარპოვა აღმოჩნდა, რომელმაც კარიერა რუსულ კლუბში დაიწყო, დღეს  "სევილიას" ღირსებას იცავს.

სხვა სტატიები