Belive

2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურმა მედიამ 2018/19 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ტოპ ხუთეული გამოაქვეყნა. Givemesport-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელფასს, 41 მილიონ ევროს მწვრთნელებში მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი, დიეგო სიმეონე იღებს. არგენტინელის შემდეგ 31 მილიონით მოდის ჟოზე მოურინიო, რომელსაც "იუნაიტედმა" გათავისუფლების შემდეგ კონპენსაციის სახით 15 მილიონი გადაუხადა. მე-3 ადგილს იკავებს ტიერი ანრი, (25.5) რომელმაც "მონაკოში" სულ რაღაც 3 თვით იმუშავა. მე-4 პოზიციაზეა პეპ გვარდიოლა (24), ხუთეულის ბოლო ადგილს კი 23.5 მილიონით ერნესტო ვალვერდე იკავებს.

სხვა სტატიები