დრამატული მატჩი  გორელების გამარჯვებით დასრულდა

764
ნახვა

საოცრად დრამატული და შედეგიანი მატჩი შედგა დღეს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, სადაც ერთმანეთს იმერეთის “სამტრედია” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ. მატჩი საბოლოოდ გორელების გამარჯვებით 3-5 დასრულდა.

მატჩი “დილას” უპირატესობით დაიწყო და 28-ე წუთზე მათი აქტიურობა გოლით დაფასდა. გოლის ავტორი ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეიროა. პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი არაფერი აღარ მომხდარა. მეორე ტაიმი გორის “დილას” უპირატესობით დაიწყო და მატჩის 48-ე წუთზე გორელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა. გოლის ავტორი უკრაინელი ლეგიონერი კოვტალიუკია. იმერლებს აღარაფერი ჰქონდათ დასათმობი და შეუტიეს, მათ აქტიურობას ბექა ტუღუშის გოლი მოჰყვა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა (1:2), თუმცა გორელთა რიგებში მოასპარეზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეანდრო რიბეირომ სამტრედიის დაცვას დასვენების საშუალება არ მისცა და 72-ე წუთზე გორელები ისევ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. სამტრედიელებმა შეტევა ძალიან გააძლიერეს, რამაც შედეგი გამოიღო და 4 წუთიან მონაკვეთში მათ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 81-ე წუთზე ანგარიში პენალტით გიორგი ერისთავმა შეძლო, ხოლო მატჩის 85-ე წუთზე ჯაბა ლიპარტიამ ანგარიში გაათანაბრა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გორელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის 92-ე წუთზე გამბიელმა ლეგიონერმა გაირა ჯოფმა გორელები დააწინაურა (3:4). იმერლებმა მთელი გუნდით შეუტიეს, მაგრამ კონტრშეტევაზე გორელებმა ისევ იყოჩაღეს და საბოლოო წერტილი 95-ე წუთზე დასვეს. გოლის ავტორი ისევ უკრაინელი ლეგიონერი, კოვტალიუკია (3:5).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გორელთა მხრიდან ვერცერთმა ქართველმა ვერ შეძლო გოლის გატანა. ხუთივე გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა.

(764)

დრამატული მატჩი გორელების გამარჯვებით დასრულდა

სტატიის ავტორი
-