Belive

2019/2020 წლის პრემიერ ლიგის საუკეთესო თერთმეტეული შეფასებების მიხედვით

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

სეზონის მესამედი უკვე გასულია და შესაძლებელია სხვადასხვა მოთამაშეების გამოყოფა. ცნობილმა სპორტულმა საიტმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო თერთმეტეული გამოავლინა , რაც დაფუძვნებულია მატჩის შემდგომ მიღებულ შეფასებებზე. მეკარე - ტიმ კრული 6.99

1
"ნორვიჩ სიტი" ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და მათი საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ტიმ კრული გახლავთ, რაც რა თქმა უნდა გუნდზე კარგად არ მეტყველებს. ჰოლანდიელმა კიპერმა ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო "მანჩესტერ იუინაიტედთან" შეხვედრაში. კრული წელს მართლაც კარგ სეზონს ატარებს. მარჯვენა მცველი - რიკარდო პერეირა 7.62
26 წლის მარჯვენა მცველი შესანიშნავ სეზონს ატარებს. პერეირა პროდუქტიულია, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. პორტუგალიელ ფეხბურთს 2 გოლი აქვს გატანილი და შეფასებების მიხედვით მან გადაასწრო "ლივერპულის" მარჯვენა მცველს ალექსანდრ არნოლდს. ინგლისელის შეფასება 7.36 გახლავთ. ცენტრალური მცველი - ჟოელ მატიპი 7.52
მატიპი მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" დაცვის გულია. კამერუნელის თამაშს გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოჰყავს  და წელს შეფასებებით ვან დაიკსაც კი ჯობნის , რომლის შეფასება 7.22 გახლავთ. ცენტრაული მცველი - ვილი ბოლი 7.35
"ვულვერჰემპტონის"  მცველა ძალიან კარგი 8 მატჩი ჩაატარა და გუნდის რიგებში გამორჩეული იყო. სამწუხაროდ ფრანგმა რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მიიღო და ახლა მკურნალობის პორცესს გადის მარცხენა მცველი - ენდრიუ რობერტსონი 7.30
ვინ თუ არა რობერტსონი? შოტლანდიელი ფენომენალურ სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ყველაზე მაღალ შეფასებებს მარცხენა მცველებში სწორედ ენდრიუ იღებს. ნახევარმცველი - რიად მარეზი 7.74
ალჟირელი ფეხბურთელი არ ითვლება ძირითადი შემადგენლობის წევრად და ხშირ შემთხვევაში მას მეორე ტაიმში ვხედავთ, მაგრამ როდესაც მარეზი მოედანზე გამოდის ყოველთვის ქმნის ხიფათს და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. ჩამშლელი ნახევარმცველი - ვილფრიდ ნდიდი 7.71
ნგოლო კანტეს წასვლის შემდეგ, ნიგერიელი  ნახევარმცველი საუკეთესოდ ასრულებს შავ სამუშაოს, მისი დაცვითი უნარები გამოსარჩევია. ნდიდი შეფასებების მიხედვით საუკეთესო ჩამშლელ ნახევარმცველად სახელდება. მის შემდეგ მოდის "ლივერპულის" ნახევარმცველი ფაბინიო 7.07 შეფასებით. შემტევი ნახევარმცველი - კევინ დე ბრუინი 7.85
ფიქრი იმის შესახებ , რომ ბელგიელი ტრავმის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება როგორც ტრავმამდე განქარწლულია. დე ბრუინი შესანიშნავ სეზონს ატარებს და უკვე აქვს 9 შედეგიანი გადაცემა , რაც  ორჯერ მეტია მეორე ადგილზე მყოფი ჰარვი ლევისის შედეგზე (4). დე ბრუინი არა მარტო პრემიერ ლიგის , არამედ მთლიანად მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად მოიაზრება. მარჯვენა გარემარბი - ბერნარდო სილვა 7.57
პორტუგალიელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს. მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა გახლავთ. ამ ყველაფრით იგი იმსახურებს კარგ შეფასებებს , რაც მის რეიტინგზეც აისახა. თავდამსხმელი - ტამი აბრაჰამი 7.46
ინგლისელი ნამდვილი აღმოჩენაა. აბრაჰამმა მიმდინარე სეზონში უკვე მოახერხა 11 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლის გატანა. გულშემატკივრები თვლიან , რომ "ჩელსის" თავდამსხმელის პრობლემა ძალიან დიდი ხნით აქვს მოგვარებული. მარცხენა გარემარბი - რაჰიმ სტერლინგი 7.64
"ლივერპულის" ყოფილი მოთამაშე პეპ გვარდიოლასთან ერთად საოცარ პროგრესს განიცდის. სტერლინგი საუკეთესო სეზონს ატარებს თავის კარიერაში. მის ანგარიშზე 7 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა გახლავთ. რაჰიმის შეფასებები კი ნამდვილად მაღალი და ლოგიკურია.

სხვა სტატიები