Belive

2019 წელს უცხოპლანეტელების აღმოჩენა უფრო რეალურია, ვიდრე არსენალის ჩემპიონობა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Facebook-ში დაწყებულ კამპანიას "Storm Area 51, They Can't Stop All of Us" დადებითი პასუხით უკვე გამოეხმაურა 1.2 მილიონი ადამიანი. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი კი კამპანიით დაინტერესდა. "არეა 51" აშშ-ის გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზაა ნევადის უდაბნოში. არაერთი ადამიანის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "არეა 51"-ში უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მალავს. გავლენიანი ბრიტანული ტოტალიზატორი, Paddy Power-ი 2019 წელს უცხოპლანეტელების აღმოჩენას ათჯერ უფრო რეალურად მიიჩნევს ვიდრე "არსენალის" ჩემპიონობას. Paddy Power-ის ბუკმეკერები, 2019 წელს, დედამიწაზე უცხოპლანეტელთა აღმოჩენას 5/1 კოეფიციენტით აფასებენ. პრემიერ ლიგაში "არსენალის" საჩემპიონო შანსებს კი 50/1 კოეფიციენტი აქვს. აღსანიშნავია, რომ უცხოპლანეტელთა არსებობის დადასტურებას "ტოტენჰემის" (16/1), "მანჩესტერ იუნაიტედისა" (25/1) და "ჩელსის" (30/1) საჩემპიონო შანსებზე ნაკლები კოეფიციენტი აქვს.

სხვა სტატიები