Belive

2019 წლის აფრიკის ერთა თასის ჩატარების ადგილი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) 2019 წლის აფრიკის ერთა თასის ჩატარება ეგვიპტეში გადაწყვიტა. ეგვიპტეს კონკურენციას მხოლოდ სამხრეთ აფრიკა უწევდა, თუმცა ეგვიპტემ 16 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. CAF-ის შეხვედრა სენეგალში გაიმართა და მისი მთავარი მიზეზი კამერუნისთვის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გახდა. CAF-ის თანახმად, კამერუნში ტურნირისთვის მოსამზადებელი პროცესი ძალიან ნელა და არაეფექტურად მიმდინარეობდა. ეგვიპტეს ტურნირისთვის მოსამზადებლად სულ რაღაც 6 თვე ექნება - ტურნირი სტარტს ივნისში იღებს. ასევე აღსანიშნავია, რომ აფრიკის ერთა თასს ეგვიპტე უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები