Belive

2019 წლის საუკეთესოები: ლიონელ მესი და ლუის ჰემილტონი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ და ფორმულა 1-ის პილოტმა ლუის ჰამილტონმა 2019 წლის Laureus-ის ჯილდო მოიგეს. პრიზი, რომელსაც სპორტულ ოსკარებს უწოდებენ, 2000 წელს დაარსდა და სხვადასხვა სახეობაში საუკეთესო ოსტატობის მქონე სპორტსმენებს გადაეცემა. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჯილდო ერთ წელიწადს ორ სხვადასხვა სპორტსმენს გადაეცა, სხვადასხვა დროს Laureus-ის წლის საუკეთესო ათლეტის წოდება ისეთ სპორტსმენებს მოუგიათ, როგორებიც ტაიგერ ვუდსი, მიხაელ შუმახერი, ლინს არმსტრონგი, როჯერ ფედერერი, უსაინ ბოლტი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და სებასტიან ვეტელი არიან. 2019 წელს, არგენტინელმა ფეხბურთელმა ისტორიაში სარეკორდო, მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო, ხოლო ჰამილტონი ფორმულა 1-ის ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

სხვა სტატიები