Belive

202 მატჩი ზედიზედ - ინიაკი უილიამსმა უნიკალური რეკორდი გაიმეორა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-7 ტურში ,,ატლეტიკი'' ,,ვალენსიას'' ესტუმრა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ბასკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ინიაკი უილიამსმა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 202-ე შეხვედრა ჩაატარა. 27 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ,,სოსიედადის'' ყოფილი მცველის, ხუან ანტონიო ლარანიაგას რეკორდი გაიმეორა. უილიამსს ,,ბილბაოს'' შეხვედრა 2016 წლის აპრილის შემდეგ არ გამოუტოვებია. 7 ტურის შემდეგ, ,,ატლეტიკი'' 10 ქულით ცხრილის მე-7 პოზიციაზეა. ბასკები მომავალ ტურში ,,ალავესს'' უმასპინძლებენ.


სხვა სტატიები