Belive

2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის 2 ქალაქი იბრძოლებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის მებრძოლთა სია ნელნელა იზრდება, სანქტ-პეტერბურგის კანდიდატურას მალე მიუნხენი, კერძოდ კი - რა თქმა უნდა "ალიანც არენა" შეუერთდება. მიუნხენის "ბაიერნის" გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ქალაქის მერიასთან შეთანხმებით კიდევ ერთხელ იბრძოლებს, რომ საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის. "2012 წელს ალიანც არენაზე ჩატარებული ფინალის და დიდი იმედგაცრუების შემდეგ, ჩვენ კიდევ გვაქვს სურვილი, რომ გვქონდეს შანსი საკუთარ კედლებში ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. დიდად მადლობლები ვიქნებით თუ ამის შანსს კიდევ ერთხელ მოგვცემს უეფა", - განაცხადა "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

სხვა სტატიები