Belive

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევრად ავტომატიზირებულ ოფსაიდის ტექნოლოგიას გამოიყენებენ. FIFA-ს თქმით, ეს ინოვაცია თამაშგარე გადაწყვეტილებების სიჩქარისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლადაა. აღნიშნული ტექნოლოგია წარმატებით გამოიცადა 2021 წლის არაბეთის თასზე და გასული წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე.

რა არის ნახევრად ავტომატური ოფსაიდის ტექნოლოგია?

"ნახევრად ავტომატური ოფსაიდის ტექნოლოგია მატჩების ოფიციალური პირების დასახმარებლადაა შექმნილი. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ვიდეო ოპერაციების ოთახი ავტომატურად მიიღებს შეტყობინებას თამაშგარე სიტუაციის შემთხვევაში, ასევე ავტომატურად შერჩეულ დარტყმის წერტილს. გარდა ამისა, სისტემა ავტომატურად დახაზავს თამაშგარე ხაზს ჯარიმიდან რამდენიმე წამში. ამის შემდეგ, მატჩის ოფიციალურმა პირებმა უნდა დაადასტურონ  შერჩეული დარტყმის წერტილი და შემოთავაზებული თამაშგარის ხაზი და ბოლოს VAR აცნობებს საბოლოო გადაწყვეტილებას მსაჯს.- განმარტა იოჰანეს ჰოლცმიულერმა, ფიფას საფეხბურთო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორმა. "სიზუსტის თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან როცა უფრო ზუსტი ხარ, ეს კარგია. ეს ინოვაცია გაზრდის სათამაშო ტემპს და ნაკლები იქნება მატჩისას შეჩერებები. გადაწყვეტილების სწრაფად მიღება მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამიტომ ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. - დასძინა პიერლუიჯი კოლინამ, ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორ იმუშავებს ნახევრად ავტომატური ოფსაიდის ტექნოლოგია?

ამ დროისთვის, VAR-ს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ სამაუწყებლო კამერები თამაშგარე გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგრამ, ნახევრად ავტომატიზირებული ოფსაიდის ტექნოლოგიით, მათ შეეძლებათ თვალყური ადევნონ ყველა  მოთამაშეს, რათა გამოთვალონ მათი ზუსტი პოზიცია მოედანზე. ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, Adidas "Al Rihla" აღჭურვილი იქნება სენსორით, რომელიც გააგზავნის მონაცემებს წამში 500-ჯერ.
„ინფორმაცია სტადიონის შიგნით არსებული ანტენების საშუალებით გადაიცემა ვიდეოოპერაციების ოთახში. ბურთის შიგნით IMU სენსორი უზრუნველყოფს მონაცემთა ნაკადს. ჩვენ მივიღებთ ძალიან ზუსტი დარტყმის წერტილის ავტომატიზირებულ გამოვლენას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალიან ახლო და ძალიან მჭიდრო თამაშგარე სიტუაციებში. ეს ხდება დაუყოვნებლივ, რამდენიმე წამში. გარდა ამისა, არის მატჩის ოფიციალური პირების ხელით დამოწმების პროცესი, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორია. ” - თქვა ჰოლცმიულერმა.

რამდენი დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას?

"ჩემი ინფორმაციით, ამ პროცესს 4-5 წამი დასჭირდება. ამ სიახლით შევძელით და თამაშგარის გადამოწმების პროცესი, დახხლოებით 70 წამით შევამცირეთ"- განაცხადა კოლინამ
 

სხვა სტატიები