Belive

21-წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ახალგაზრდულ ეროვნულ გუნდს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ოფიციალურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. 2011 წლიდან მოყოლებული მაისურაძე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების თავკაცი გახლდათ. მისი მეთაურობით, 2012 წელს, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალს მიაღწია. ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია. "ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდე გუნდთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს, ჩვენ გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე",-განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

სხვა სტატიები