Belive

21-წლამდელებს სენსაციამდე რამდენიმე წუთი დააკლდათ - დრამატული ფინიში საფრანგეთში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი სენსაციის მოხდენასთან ძალიან ახლოს იყო. გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთის ნაკრებს მეხუთე ტურში დაუპირისპირდა და ნანსიდან ქულის წამოღება შეეძლო, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ამის შესაძლებლობა არ მისცა. მასპინძლებმა ქართველ 21-წლამდელებს 54-ე წუთამდე 2 გოლი გაუტანეს, თუმცა ჩვენებმა ორწუთიან მონაკვეთში წონასწორობა აღადგინეს. 58-ე წუთზე სხვაობა გიორგი კოხრეიძემ შეამცირა, 2 წუთში კი ცვლილებაზე შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ქართველებს გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ძირითადი დროის ბოლო წუთზე, საკამათო სიტუაციაში დანიშნული 11-მეტრიანის გამო დამარცხდნენ. მიჯრით მეორე მარცხის შემდეგ, საქართველოს 6 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი უკავია, შემდეგ შეხვედრას ცეცაძის გაწვრთნილები სლოვაკეთთან სტუმრად ითამაშებენ.

სხვა სტატიები