Belive

21 წლიანი ეპოქა სრულდება - კლაუდიო პისარო კარიერას ასრულებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული პერუელი ფეხბურთელი - კლაუდიო პისარო 41 წლის ასაკში კარიერას ასრულებს. ბრემენის "ვერდერის" ფეხბურთელი 21 წლიან გერმანულ კარიერას ასრულებს. კლაუდიო პისარო ბოლო მატჩს 27 ივნისს, ბუნდესლიგის ბოლო ტურში "კიოლნის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 1999 წლის შემდეგ, პისარო ბუნდესლიგის გუნდებში თამაშობს, იგი მხოლოდ 1 წლის განმავლობაში იყო განათხოვრებული ლონდონის "ჩელსიში" (2008-2009 წლების სეზონში). პერუელმა ფორვარდმა გერმანული კარიერა სწორედ იქ დაიწყო, სადაც კარიერის დასრულება უწევს. მას 1999 წელს ბრემენულ გუნდში დებიუტი ჰქონდა, 2001 წელს კი "ბაიერნში" ჩაირიცხა და 2007 წლამდე სწორედ იქ ითამაშა. 2008-2012 წლები კვლავ "ვერდერში" გაატარა, 2012-2015 წლებში ისევ "ბაიერნში" დაბრუნდა, 2015-2017 წლებში კვლავ ბრემენში, 2017-2018 წლებში "კიოლნში", 2018-2020 კი "ვერდერში".

რაც შეეხება კარიერას ეროვნულ ნაკრებში, მან პერუს ნაკრებში სადებიუტო მატჩი 1999 წელს, ბოლო მატჩი კი 2016 წელს გამართა. 17 წლის განმავლობაში პისარომ 85 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანც 20 მატჩში თავი, გატანილი გოლით გამოიჩინა.

სხვა სტატიები