ირანელი რეზა პარასტეში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა ლეო მესისთან მსგავსებით სკანდალში გაეხვა. ირანელ თაღლითზე Insolite TV იუწყება, პერესტესი საკუთარ თავს ქალბატონებთან არგენტინელ ლეო მესიდ ასაღებდა და მათ სექსუალურ კავშირზე ითანხმებდა. ამ გზით მან კავშირი, სულ ცოტა, 23 ქალთან დაამყარა, რომლებმაც ბოლოს ის ტყუილში ამხილეს და სასამართლოში უჩივლეს.
Iran: Il avait des relations sexuelles avec des femmes en prétendant être Messi. Il est poursuivi en justice par 23 femmes. pic.twitter.com/16CEOlkuy7
— Insolite TV (@Insolite_TV) June 23, 2019
აღსანიშნავია, რომ მესისთან მსგავსების წყალობით, პერესტესმა სახელი ორი წლის გაითქვა. მას ქუჩაში, როგორც მესის, ხშირად აჩერებდნენ და სამახსოვრო ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ. მამამისმა გაავრცელა რეზას სურათი ინტერნეტის მეშვეობით და შემდეგ მთელმა მსოფლიომ მას “მესის ორეული” (FAKE MESSI) შეარქვა.