Belive

23 წლის ინგლისელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 წლის ინგლისელი ფეხბურთელი - კრისტიან მბულუ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. "მორეკამბის" მცველის გარდაცვალების მიზეზი ამ წუთისათვის უცნობია, თუმცა ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს. 2019-20 წლების სეზონში, მბულუ "ქრიუს" ღირსებას იცავდა - იანვარში კი ინგლისის მეორე ლიგის ბინადარ "მორეკამბს" შეუერთდა. კარიერის განმავლობაში 23 წლის მცველი "მილუოლისა" და შოტლანდიური "მოზერველის" ღირსებასაც იცავდა. კრისტიან მბულუს ტრაგედიის შესახებ "მორეკამბმა" და "მოზერველმა" ოფიციალური მოხსენებები გამოაქვეყნეს, რომელშიც მწუხარება გამოთქვეს 23 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვეს.
11111111

სხვა სტატიები