ზუსტად 23 წლის წინ, 1997 წლის 30 მარტს, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის მოპოვების 7 წლის თავზე, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა.

ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჯვაროსნებმა სომხებს ამხანაგურ შეხვედრაში არა მეზობლურ-ამხანაგური დახვედრა მოუწყვეს და 7 უპასუხო გოლი გაუტანეს.

მატჩი ბენეფისი გამოდგა ძმები არველაძეებისთვის: შოთამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, არჩილ არველაძემ კი – დუბლი. თითო-თითო გოლი გიორგი ქინქლაძის და მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა.

გოლები: 1:0 შოთა არველაძე (12), 2:0 გიორგი ქინქლაძე (45, პენ), 3:0 შოთა არველაძე (57), 4:0 არჩილ არველაძე (58), 5:0 არჩილ არველაძე (60), 6:0 შოთა არველაძე (67), 7:0 მიხეილ ყაველაშვილი (81)

საქართველო: ირაკლი ზოიძე (ნიკა ტოგონიძე 55), ნუგზარ ლობჟანიძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (გელა შეყილაძე 61), გიორგი ჩიხრაძე (კახი გოგიჩაიშვილი 46), ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (მიხეილ ყაველაშვილი 46), თემურ ქეცბაია (არჩილ არველაძე 57), გიორგი ქინქლაძე (გოგა გახოკიძე 61), შოთა არველაძე (ამირან მუჯირი 68)

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი.

ვიდეო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

(2222)

23 წლის წინ: ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-