Belive

უესლი სნეიდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უესლი სნეიდერი სანაკრებო კარიერას ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველზე განცხადება საკუთარ Twitter-ზე გააკეთა: „6 სექტემბერს ჰოლანდიის ეროვნული მაისურით ბოლო მატჩს გავმართავ. ჩემი ქვეყნის ნაკრებში შესანიშნავი წლები გავატარე და ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. თუმცა ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გულისხმობს - კვლავ მაქვს მოტივაცია, ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაში კვლავ გამოვდიოდე." სნეიდერმა ჰოლანდიის ნაკრებში 133 მატჩი ჩაატარა, რაც დღემდე არცერთ ჰოლანდიელს არ გაუკეთებია. მისი დებიუტი გუნდში 2003 წელს შედგა და მას შემდეგ სნეიდერმა 31 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები