Belive

24 წელი პოლ სქოულზის დებიუტიდან! (გამონათქვამები)

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
1994 წლის 21 სექტემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პოლ სქოულზის დებიუტი შედგა, მან "პორტ ვეილთან" მოგებულ მატჩში (2:1) დუბლი შეასრულა. გთავაზობთ გამოჩენილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გამონათქვამებს "წითელი ეშმაკების" "წითელი პრინცის" შესახებ: "მასთან ერთად რომ მეთამაშა, ბევრად მეტ გოლს გავიტანდი" - პელე. "ჩემი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე? მანჩესტერელი სქოულზი, ის სრულყოფილი ნახევარმცველია" - ზინედინ ზიდანი. "მე ძალიან მიმართლებს როდესაც სქოულზს ვნახულობ, იმიტომ რომ მასთან შეხვედრა შეუძლებელია, მოედანზე მას ვერ დაიჭერ, მოედნის გარეთ კი ის უჩინარდება" - ლუიშ ფიგუ. "მე არ ვარ საუკეთესო, სქოულზია" - ედგარ დავიდსი. "ბოლო 15-20 წელიწადში საუკეთესო ნახევარმცველი პოლ სქოულზია, ყველაზე სრულყოფილიც იგია. ხაბი ალონსოსთან მის შესახებ უამრავჯერ მისაუბრია. ის სანახაობრივ და ღირსეულ ფეხბურთს თამაშობს, მას შეუძლია ბოლო პასის გაკეთება, გოლის გატანა, ის ძლიერია და არასოდეს კარგავს ბურთს. ის რომ ესპანელი ყოფილიყო, დღეს მეტად დაფასებული იქნებოდა" - ხავი. "ფეხბურთელი ვისითაც აღფრთოვანებული ვარ? მარტივი კითხვაა, პოლ სქოულზი" - პატრიკ ვიეირა. "სასწაულად დაჯილდოებული ფეხბურთელი, ვინც კი მინახავს პოლ სქოულზია, ის არანორმალურად კარგი ადამიანიცაა" - როი კინი. "ვინც მე მეკითხება, ყველას ამას ვპასუხობ - პოლ სქოულზი საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია" - ლორან ბლანი. "ვერ ვხვდები რატომ არ აქვს პოლ სქოულზს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოგებული, მას ეს პრიზი დიდი ხნის წინ უნდა მოეგო. ალბათ იმიტომ რომ იგი სხვა ვარსკვლავების მსგავსად არ იქცევა და ჩუმად განაგრძობს გენიალური ფეხბურთის თამაშს" - ტიერი ანრი. "პოლ სქოულზს საუკეთესო საფეხბურთო ტვინი აქვს, რაც კი მინახავს, ის ძალიან დიდი ფეხბურთელია" - ბრაიან კიდი. "ყველა დროის საუკეთესო ნაკრები რომ შემერჩია, პოლ სქოულზი ჩემი პირველი არჩევანი იქნებოდა" - მარჩელო ლიპი. "მთელი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მე პოლ სქოულზს ავიყვანდი, იგი თავისი თაობის საუკეთესო ნახევარმცველია, ძალიან გამიხარდებოდა მასთან ერთად თამაში" - პეპ გვარდიოლა "სქოულზი ისეთ დონეზეა რა დონეზე ასვლასაც ვოცნებობ, ის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა" - ჩესკ ფაბრეგასი. "ლა მასიაში (ბარსელონას აკადემია) სქოულზე ხშირად ლაპარაკობდნენ, ის მასწავლებელია" - ლიონელ მესი. "პოლ სქოულზივით ვერავინ თამაშობს" - დიმიტარ ბერბატოვი. "ვარჯიშზე ვცდილობდი გამეკეთებინა ისეთი ფინტები და დარტმყები რასაც სხვა ვერავინ გააკეთებდა, ერთხელაც ჩემი შესაძლებლობები პოლ სქოულზს ვანახე. როდესაც მოვრჩი, სქოულზმა ბურთი აიღო და ჩვენგან 50 მეტრში მდგარ ხეს გაარტყა, მე კი ამისთვის 10 ცდა მომცა, სამწუხაროდ ერთხელაც კი ვერ გავარტყი, მან კი გაიღიმა და წავიდა." - კრიშტიანუ რონალდუ. "პოლ სქოულზს არავის სანაცვლოდ არ გავცვლიდი, ის უბრალოდ სრულყოფილი ფეხბურთელია, ის საუკეთესოა" - გარი ნევილი. "საუეკეთესო ფეხბურთელი? პოლ სქოულზი. ის ვარჯიშზე სასწაულებს სჩადიოდა, 50 მეტრში ხეს ბურთს ყოველ ჯერზე არტყამდა" - რიო ფერდინანდი. "ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებში პოლ სქოულზის ადგილი ნამდვილად არის, ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია" - სერ ბობი ჩარლტონი. "სქოულზი საუკეთესო ფეხბურთელია ინგლისში. მას საუკეთესო შესაძლებლობები და ტვინი აქვს. არავის შეუძლია მისი შეჩერება. ის შეუცვლელია" - სერ ალექს ფერგიუსონი.

სხვა სტატიები