Belive

24 წლის ასაკში მვეპუმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზამბიელ ფეხბურთელს ენოკ მვეპუს გულის მემკვიდრეობითი დაავადება აწუხებს, რამაც მისი მდგომარეობა ძალიან დაამძიმა. ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ფატალურ შედეგამდე მიიყვანდა. სწორედ ამ მიზეზით 24 წლის ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა.

მისი დაავადება დიდი ხანი იმალებოდა და ფეხბურთელს არ აწუხებდა. თუმცა, სიტუაცია მაშინ გართულდა, როცა ის სამშობლოში დაბრუნდა. ვარჯიშის დროს მვეპუ ცუდად გახდა და მალის საერთაშორისო საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ აქ დადგინდა, რომ გული დატვირთვებს ვეღარ უძლებდა და კარიერის გაგრძელების შემთხვევაში მუშაობას შეწყვეტდა.

"თოლიებმა" მის ფეხბურთელს გამოსამშვიდობებელი ვიდეოც მიუძღვნეს:

”ჩვენ ყველანი განადგურებულნი ვართ ენოკის გამო. ვწუხვართ, რომ მას და მის ოჯახს ძალიან მძიმე დღეების გამოვლა მოუწიათ. ძალიან რთულია, როცა ასეთ ადრეულ ასაკში გიწევს კარიერის დასრულება. როგორც კლუბი, ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენ მას დავეხმარებით, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს."- განაცხადა კლუბის თავმჯდომარემ ტონი ბლუმმა.

სხვა სტატიები