Belive

ლიონელ მესი: ჩემი შვილი მთავარი კრიტიკოსია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი თავისი შვილის, ტიაგოს კრიტიკის ობიექტია. როგორც აღმოჩნდა, ტიაგო მამის აქტიური მაყურებელი და კრიტიკოსია. პატარა ასაკის მიუხედავად ის საკმაოდ დასაბუთებულად და კარგად აკრიტიკებს მამას.
"წაგებული მატჩების შემდეგ მათი განხილვა ყოველთვის რთულია, თუმცა ტიაგო ყოველთვის მაიძულებს ვისაუბრო და ავხსნა, თუ რა მოხდა. ბარსელონა, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა. მას ეს ყველაფერი აინტერესებს და ბევრ კითხვას მისვამს. ტიაგო ყველაფერს თვალს ადევნებს და რჩევებს მაძლევს, როდესაც საქმე ბოლომდე კარგად ვერ მიდის. დიახ, მისგან კრიკატიკასაც ვიღებ ხოლმე" - განაცხადა ლიონელ მესიმ.
შეგასხენებთ, "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში კაპიტნის ანგარიშზე 19 ბურთი და 10 საგოლე გადაცემაა. "ბარსელონა" პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები