Belive

25 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
25 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის პირველ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ესტუმრება და ქალაქ ზენიცაში ამხანაგური მატჩის ეგიდით დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 25 მარტს საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ერთი მოიგო, ერთში კი დამარცხდა. 2015 მეტოქე: მალტის ნაკრები ანგარიში: 2:0 სტადიონი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი დასწრება: 16 000 ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გოლები: ჯაბა კანკავა (83), ვალერი ყაზაიშვილი (90) შემადგენლობა: გიორგი ლორია (ალექსანდრე ამისულაშვილი, 46) - ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი - ჯაბა კანკავა (კ) (ლევან ყენია, 46), ალექსანდრე კობახიძე (ნიკა ძალამიძე, 84), კახი მახარაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (მათე ვაწაძე, 71) - გიორგი ჭანტურია (ვაკო ყაზაიშვილი, 64), ლევან მჭედლიძე (ბაჩანა ცხადაძე, 71). მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე.

2021

მეტოქე: შვედეთის ნაკრები ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 0:1 სტადიონი: ფრენდს არენა დასწრება: დასწრების გარეშე ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარაჩევი ეტაპი გოლი: ვიქტორ კლაესონი (35) შემადგენლობა: გიორგი ლორია - გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე - ჯაბა კანკავა, (ვაკო გვილია, 67) ნიკა კვეკვესკირი (ლევან შენგელია, 60) - საბა ლობჟანიძე (გიორგი ბერიძე, 78), გიორგი აბურჯანია, ხვიჩა კვარაცხელია (ოთარ კიტეიშვილი, 46) - გიორგი ქვილითაია (გიორგი მიქაუტაძე, 84) (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.  

სხვა სტატიები