Belive

25 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
25 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მომდევნო წელს გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ეროვნული გუნდი სტოქჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრით დაიწყებს. იქამდე, ვიდრე "ჯვაროსნები" "ფრენდს არენას" მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მის თანაგუნდელებს დაუპირისპირდებიან, საინტერესოა, გავიხსენოთ, თუ როგორი დატვირთვა აქვს ამ დღეს ეროვნული გუნდის ისტორიაში. 25 მარტს, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში ერთადერთი მატჩი აქვს გამართული - 2015 წელს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მალტას წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში მასპინძლებმა - 2:0 იმარჯვეს, გოლები კი ჯაბა კანკავამ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია (ნუკრი რევიშვილი, 46) - ალექსანდრე ამისულაშვილი (ლევან ყენია), გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, სოლომონ კვირკველია - ალექსანდერ კობახიძე (ნიკა ძალამიძე, 84), ჯაბა კანკავა - თორნიკე ოქრიაშვილი (მათე ვაწაძე, 71), კახაბერ მახარაძე, ლევან მჭედლიძე (ბაჩანა ცხადაძე, 71), გიორგი ჭანტურია (ვაკო ყაზაიშვილი, 63) (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე. გოლები: 1:0 ჯაბა კანკავა (83), ვაკო ყაზაიშვილი (90+1).

სხვა სტატიები