Belive

266 გატანილი გოლით ჰარი კეინი ჯიმი გრივსს გაუთანაბრდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინი "ტოტენჰემის" ბომბარდირს ჯიმი გრივსს გაუთანაბრდა, რომელსაც ლონდონური კარიერის განმავლობაში 266 გოლი აქვს გატანილი.

"დეზებისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა მისი სარეკორდო გოლი "ფულჰემის" წინააღმდეგ გაიტანა. ჰარის გოლი რთულად შესასრულებელი იყო, თუმცა, მან მეტოქის კარში ბურთის გაგზავნა მაინც მოახერხა.

ამ შეხვედრაში კეინის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და ანტონიო კონტეს გუნდმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. ლონდონელები 36 ქულით მე-5 პოზიციას იკავებენ. მათ შემდეგი შეხვედრა FA თასზე ელით, სადაც მოწინააღმდეგე "პრესტონი" იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 28 იანვარს, 22:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები