Belive

მარსელომ ჟურნალისტებს გული გადაუშალა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის რეალისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი მარსელო ჟურნალისტებთან გულწრფელი სიტყვით გამოვიდა. "გასულ წელს, ლივერპულის წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ მითხრა, რომ იგი კლუბს ტოვებდა" - განაცხადა მარსელომ. ამ სიტყვებს ჟურნალისტებისგან უფრო დამაინტრიგებელი შეკითხვები მოჰყვა, რომელზეც მარსელომ მარტივი პასუხი გასცა: "ერთს გეტყვით, როდესაც რონალდუ კლუბიდან წავიდა მე მთელი ღამეების განმავლობაში ვტიროდი" - ამ წინადადებით მარსელომ მრავალ "ეშმაკურ" კითხვას გასცა პასუხი. მარსელომ ასევე ძალიან ემოციური წერილი გამოაქვეყნა საკუთარ სოციალურ გვერდზე, როდესაც რონალდუმ "რეალი" დატოვა. "რა შემიძლია გითხრა? დროა უბრალოდ დაგემშვიდობო... არაფერია ცხოვრებაში სამუდამო... ვიმედოვნებ, რომ შენი გადაწყვეტილებით კმაყოფილი და ბედნიერი იქნები. ჩვენ 10-წლიანი თავგადასავალი გავიარეთ ერთად - ამ წლებმა კი ტკივილი, ბედნიერება და უამრავი გამარჯვება გაგვიერთიანა, შესაბამისად ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. მინდა გითხრა, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე შენგან! მომენატრება ჩვენი განხილვები თითოეული მნიშვნელოვანი თამაშის წინ! ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე შენთან ერთად, არა იმიტომ, რომ შენ ხარ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ იმიტომ, რომ შენ საუკეთესო ადამიანი ხარ! გისურვებ რომ იყო უბედნიერესი შენს ლამაზ ოჯახთან ერთად".

სხვა სტატიები