Belive

ტუხელი: "ზუსტად ვიცი მანჩესტერი რას შემოგვთავაზებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა: "მბაპეს არ ევალება ნეიმარისა და კავანის შეცვლა, მან თავის თამაშზე უნდა იფიქროს. "მანჩესტერს" რომ პოგბა და რეშფორდი არ ჰყავდეს, რა თქმა უნდა მათაც გაუჭირდებოდათ. შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელები უმტკივნეულოდ შეცვალო, ჩვენ ნეიმარი და კავანი ძალიან დაგვაკლდებიან. მეტოქისგან ძალიან შემტევ ფეხბურთს ველი, ამიტომ ჩვენი საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ, "წითელი ეშმაკები" დეკემბრისგან განსხვავებით, ახლა შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, ისინი თვითდაჯერებულები არიან, ბევრი გოლი გააქვთ და დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიან. მათ საოცარი ტემპი აკრიფეს, ამიტომაც "მანჩესტერთან" შეხვედრა სერიოზული გამოცდაა. ჯგუფური ეტაპის დასრულებისას ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვიყავით, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. მაშინ ვიძახდი რომ "მანჩესტერის" ფორმაზე დეკემბერში არ უნდა გვესაუბრა და ამაზე თებერვალში უნდა გაგვეკეთებინა კომენტარი. ფაქტია, რომ "იუნაიტედი" ახლა თავის თავში დარწმუნებული გუნდია, სავსეა ენერგიით და მრისხანე მეტოქეა. "ოლდ ტრაფორდზე" შანსები 50/50-ზე იქნება, განმეორებითი მატჩი კი შინაურ კედლებში გვექნება, სადაც ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ორმატჩიანი დუელის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტს შეუძლია. გასაოცარია სოლსკიაერის ეფექტი, როგორც გერმანიაში იძახიან, თუ შენ მიდიხარ ექიმთან და ის გგკურნავს, ესე იგი მან ყველაფერი სწორად გააკეთა. ის იგებს თამაშებს, ესე იგი ყველაფერს სწორად აკეთებს. ის მოედანზეც ძალიან საშიში იყო, როდესაც "მანჩესტერს" თამაშების მოგებაში ეხმარებოდა, ახლა კი ამ ყველაფერს მწვრთნელის რანგში აკეთებს. სოლსკიაერის თავკაცობით "იუნაიტედი" ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ მათ საჩუქრები არ გავუკეთოთ. მე არ გამიანალიზებია "მანჩესტერის" თამაში მოურინიოს თავკაცობისას, რადგან ეს დიდი ხნის წინ იყო, სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ კი მათ ყველა თამაშს ვუყურე და ზუსტად ვიცი რა თამაშს შემოგვთავაზებენ. მატჩი ტაქტიკურად და ფიზიკურად ძალიან რთული გამოდგება, ვიმედოვნებ რომ საუკეთესო მატჩს ვითამაშებთ. ლივერპულში და ბელგრადში გამართული მატჩების შემდეგ, საგრძნობლად მოვუმატეთ, ამიტომ "მანჩესტერთან" მატჩისთვის მზად ვართ" - ციტირებს ტომას ტუხელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სხვა სტატიები