Belive

27 წლის თურქი ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 წლის თურქი ფეხბურთელი, აჰმედ ჩალიკი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა, რომელსაც აჰმედ ჩალიკი მართავდა, ანკარა-ნიღდეს გზაზე დაახლოებით 09:30 საათზე კონტროლიდან გამოვიდა და გადაბრუნდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ქონიასპორის" ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს. "გენჩლერბირლიგის" და "გალათასარაის" ყოფილი ფეხბურთელი, "ქონიასპორს" 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა. იგი 1 სეზონის განმავლობაში საქართველოს ანკრების შემტევი ნახევარმცველის, ლევან შენგელიას თანაგუნდელიც გახლდათ და მასთან ერთად მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო.

სხვა სტატიები