Belive

27 წლის წინ: პირველი ევროპული გამარჯვება დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 27 წლის წინ, 1993 წლის 18 აგვისტოს, დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა, საკლუბო დონეზე პირველი საერთაშორისო გამარჯვება იზეიმა. ეს თბილისში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" მოხდა. "დინამო თბილისის" მეტოქე "ლინფილდი" გახლდათ - ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი, რომელთანაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა სტუმრად ფრე - 1:1 ითამაშა. მატჩი მასპინძლებმა სწრაფი გოლით დაიწყეს და უკვე მეექვსე წუთზე, შოთა არველაძემ ანგარიშის გახსნა მოახერხა. მეორე ნახევრის სტარტიდან 10 წუთში, სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს. 66-ე წუთზე კი მატჩის ბედიც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გელა ინალიშვილმა გადაწყვიტა - 2:1. მიუხედავად ორი მატჩის ჯამში (3:1) გამარჯვებისა, მოგვიანებით, უეფამ ქართული კლუბი თურქი მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა და შემდეგ ეტაპზე თამაშის ნება "ლინფილფს" დართო. არადა, "დინამოს" ჯერ "კოპენჰაგენი", მერე კი "მილანი" ელოდა. "დინამო თბილისი": ირაკლი ზოიძე - გიორგი ნემსაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი (კ/გიორგი ანჩაბაძე, 81), არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, რევაზ არველაძე, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე. მთავარი მწვრთნელი: გივი ნოდია.    

სხვა სტატიები